ანტიკვარიატის გადატანა (antikvariatis gadatana)

ანტიკვარიატის და ხელოვნების ნიმუშების ტრანსპორტირება

ზოგიერთი ნივთის ღირებულება ფულით არ იზომება. როდესაც საქმე ეხება საოჯახო რელიკვიებს, ნახატებსა და ისტორიულ ავეჯს, სტანდარტული მიდგომები არ მუშაობს.

NextMove-ის ანტიკვარიატის გადაზიდვა ეფუძნება მუზეუმის სტანდარტს.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თითოეული ნივთის ინდივიდუალურ შეფუთვასა და ტრანსპორტირებას.

როგორ მუშაობს ჩვენი სერვისი?

ანტიკვარიატის გადაზიდვა — Next Move

#1 შეფასება

გვიკავშირდებით ან გვიგზავნით ფოტოებს. ვსწავლობთ თითოეული ნივთის სპეციფიკას და გიგზავნით ფასს.

ანტიკვარიატის გადაზიდვა — Next Move

#2 შეფუთვა

მოვდივართ შესაფუთი მასალებით და ვამზადებთ გადასატანად

ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვა — Next Move

#3 გადაზიდვა

ანტიკვარიატი გადაადგილდება სხვა ტვირთისგან განცალკევებით, სპეციალური სამაგრებით

ანტიკვარული ავეჯი და საათები

ისტორიული ავეჯის, მასიური ხის კარადებისა და ძველებური საათების გადატანა. საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ ფრთხილ დემონტაჟსა და მარკირებას, რათა არცერთი დეტალი არ დაზიანდეს.

ხელოვნების ნიმუშები და ნახატები

სკულპტურებისა და მყიფე კოლექციების ტრანსპორტირება. თითოეული ნახატი იფუთება ინდივიდუალურად, სპეციალურ დამცავ შესაფუთ მასალებში, კლიმატის ცვალებადობისა და რხევებისგან დასაცავად.

ავეჯის გადაზიდვა რა ჯდება (avejis gadazidva ra jdeba)
ანტიკვარიატის გადატანა (antikvariatis gadatana)

ექსკლუზიური დამოკიდებულება

ამ ტიპის ტვირთთან „ორი ძლიერი ბიჭი“ არ მუშაობს. პროცესს მართავს სპეციალურად გადამზადებული გუნდი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ძვირფას და მყიფე ინვენტართან მუშაობის სპეციფიკას.

დაზღვევა შეფასებული ღირებულებით

თქვენი სიმშვიდე ჩვენი პრიორიტეტია. სურვილის შემთხვევაში, თითოეული რელიკვია სრულად დაიზღვევა მისი რეალური, შეფასებული ღირებულებით.

ხშირად დასმული კითხვები

ამზადებთ თუ არა სპეციალურ ხის ყუთებს (Crating) მყიფე ნივთებისთვის?

დიახ, განსაკუთრებულად მყიფე ან მაღალი ღირებულების სკულპტურებისა და ნახატებისთვის ვამზადებთ ინდივიდუალურ ხის ყუთებს, რომლებიც ტრანსპორტირებისას მაქსიმალურ ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფს.

შესაძლებელია თუ არა ანტიკვარიატის გადატანა სხვა სერვისებთან ერთად?

რა თქმა უნდა. ოფისის გადაზიდვის ან ბიზნესის გადაზიდვის პროცესში, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთები იფუთება და გადაადგილდება სპეციალური, გაძლიერებული სტანდარტით, ძირითადი ინვენტარისგან განცალკევებით.

საჭიროა თუ არა ნივთის ექსპერტული შეფასება დაზღვევისთვის?

მაღალი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების შემთხვევაში, დაზღვევის პირობები ხშირად ითვალისწინებს ნივთის დადასტურებულ (ექსპერტულ) ღირებულებას. დეტალებს ჩვენი მენეჯერი პირველივე კონსულტაციისას გაგივლით.

ლიფტი არ გვაქვს და პრობლემაა?

რა. ფასში ეს ფაქტორი წინასწარ დაანგარიშდება და ადგილზე არაფერი შეიცვლება.

ანტიკვარიატის გადატანა (antikvariatis gadatana)

დაიანგარიშეთ გადაზიდვის ფასი ონლაინ

Get Free Appointment

ან დაგვირეკეთ

(+995) 500 10 46 39