
ქალაქებს შორის გადაზიდვა
ერთი ეკიპაჟი ფუთავს საწყის წერტილში და იგივე გუნდი აბარებს დანიშნულების ადგილზე
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი – თქვენი ნივთები ერთ დღეში, ერთი გუნდის ხელით.
რელოკაციის ეტაპები რეგიონებს შორის

#1 შეფასება
მიმართულებისა და მოცულობის მიხედვით გითვლით ზუსტ ტარიფს. შეთანხმებული ფასი წერილობით ფიქსირდება და გზაში აღარ იცვლება.

#2 შეფუთვა
ნივთები იფუთება სპეციალურ დამცავ მასალებში, რომლებიც გათვლილია შორ მანძილზე ტრანსპორტირებისას ვიბრაციისა და რხევების შესამცირებლად.

#3 გადაზიდვა
ტვირთი მიდის დანიშნულების ადგილზე იმავე ან მეორე დღეს.. ვაწყობთ ახალ მისამართზე და მიგვაქვს შესაფუთი ნარჩენები.

დაზღვევა ასობით კილომეტრზე
შორ მანძილზე მგზავრობა რისკებს ზრდის. ჩვენი პროფესიონალური შეფუთვის სერვისი და სრული სადაზღვევო პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს იმას, რომ გზაში დაზიანებული ნივთი თქვენი პრობლემა არასდროს იქნება.
ერთი გუნდის პრინციპი
სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენთან არ ხდება ტვირთის შუა გზაზე სხვა მანქანაში ან სხვა „მუშებზე“ გადაბარება. ეკიპაჟი, რომელიც თბილისში მოგემსახურათ, თავად გაბარებთ ქონებას რეგიონშიც.
ხშირად დასმული კითხვები
უმეტეს შემთხვევაში, თბილისიდან გასული ტვირთი დანიშნულების ადგილზე იმავე დღეს ჩადის. თუ მოცულობა დიდია და ჩატვირთვას მთელი დღე დასჭირდა, ეკიპაჟი ახალ მისამართზე მეორე დილითვე დაგხვდებათ.
დიახ, ჩვენი ფიქსირებული შეთავაზება მოიცავს სრულ ციკლს. ძველი მისამართიდან ჩამოტანასა და ახალ მისამართზე სართულზე ატანას, მიუხედავად იმისა, რომელ ქალაქში ხდება ჩაბარება.
რა თქმა უნდა. ბიზნესის გადაზიდვისა და არასტანდარტული ინვენტარის ტრანსპორტირებისას, ეკიპაჟი აღიჭურვება სეიფის და მძიმე ნივთების გადაზიდვის სპეციალური მექანიზმებით.
ბათუმისა და ქუთაისის გარდა, ნებისმიერი სხვა მიმართულებით ტრანსპორტირებისას (მაგალითად, კახეთში ან მთიან რეგიონებში), ფასი იანგარიშება თბილისს გარეთ თითო კილომეტრზე ტარიფით, რაც წინასწარ ჯამდება და ფიქსირდება







