
ბიზნესის გადაზიდვა
ბიზნესის ან სხვა კომერციული ობიექტის რელოკაცის დროს მთავარი გამოწვევა ინვენტარის მოცულობა, მძიმე ტექნიკა და პროდუქციის მარაგების დაცვაა.
NextMove-ის ბიზნესის გადაზიდვა შექმნილია მაღაზიების, საწყობების, რესტორნების, სასტუმროებისთვისა და სხვა კომერციული ორგანიზაციებისთვის.
ჩვენ ვიღებთ სრულ ფინანსურ პასუხისმგებლობას თითოეულ სტელაჟზე, ვიტრინასა თუ საქონლის მოცულობაზე. თქვენი ბიზნესი გადადის ახალ მისამართზე დანაკარგების გარეშე.
ბიზნესის რელოკაციის ეტაპები

#1 წინასწარი გეგმა
ვსწავლობთ ობიექტის სპეციფიკას, ინვენტარის მოცულობას და გაწვდით ზუსტ, წერილობით შეთავაზებას. ვაფორმებთ კონტრაქტს ფიქსირებული ვადებით.

#2 ინვენტარის მარკირება
პროფესიონალური დემონტაჟი. საქონლისა და მარაგების მარკირებული შეფუთვა.

#3 გადატანა
ჩვენი ეკიპაჟი მუშაობს თქვენთვის სასურველ გრაფიკში (მათ შორის ღამით და უქმეებზე), რათა ობიექტმა ფუნქციონირება მალე განაახლოს.
მაღაზიისა და საწყობის გადატანა
სავაჭრო ობიექტის გადატანა ნიშნავს ასობით დასახელების პროდუქტისა და კონსტრუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას. ვუზრუნველყოფთ ინვენტარის ზუსტ აღრიცხვასა და დაცვას. საჭიროების შემთხვევაში, გთავაზობთ ინვენტარის დროებით საწყობში შენახვას.
მძიმე კომერციული ტექნიკა
რესტორნის სამზარეულოს დანადგარების, სასტუმროს ავეჯისა თუ სავაჭრო მაცივრების გადატანა სპეციფიკურ ტექნიკას მოითხოვს. ჩვენი ბრენდირებული ეკიპაჟი სრულად არის აღჭურვილი მძიმე ინვენტართან უსაფრთხოდ სამუშაოდ.


ფიქსირებული ბიუჯეტი
კომერციული გადაზიდვის ფასი დგინდება წინასწარ და ფიქსირდება ხელშეკრულებაში. ადგილზე მისვლისას “მოულოდნელი” ხარჯები არ არსებობს. თქვენ იხდით მხოლოდ იმას, რაზეც წინასწარ შევთანხმდით.
100% დაზღვეული მარაგი
თქვენი ბიზნესის პროდუქცია და ძვირადღირებული აპარატურა სრულად დაზღვეულია ტრანსპორტირებისას. ჩვენ ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც გადაზიდვის პროცესში შეიძლება წარმოიშვას.
ხშირად დასმული კითხვები
დიახ, თუ კონკრეტული მარაგების ჩალაგებას თქვენი თანამშრომლები ამჯობინებენ, საჭირო რაოდენობის მუყაოს ყუთებსა და შესაფუთ მასალებს გადაზიდვის დღემდე წინასწარ მოგაწვდით, რათა პროცესი არ შეფერხდეს.
ლოგისტიკური გეგმის შედგენისას, ჩვენი მენეჯერი წინასწარ ითვალისწინებს ობიექტთან მისასვლელ გზებს და სპეციალურ ზონებს. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასთან დაშვებას ათანხმებთ თქვენ, ხოლო ტექნიკურ აღსრულებასა და მითითებულ მკაცრ დროში ჩატევას (მაგალითად, მოლში ტვირთის შეტანის საათებს) სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენ.
დიახ. ხშირად ბიზნესს ერთი საწყობიდან რამდენიმე ფილიალში უწევს პროდუქციის გადანაწილება. ჩვენ შეგვიძლია გავწეროთ მრავალწერტილიანი (Multi-stop) მარშრუტი, რაც წინასწარ, გამჭვირვალედ აისახება ფიქსირებულ ფასსა და ხელშეკრულებაში.
რა თქმა უნდა. კომერციული ტექნიკისა და რკინის სტელაჟების გადაადგილებისას, ავეჯის დაცვასთან ერთად, ვიყენებთ იატაკისა და კედლების დამცავ სპეციალურ საფარებს, რათა გამოირიცხოს სივრცის დაზიანება ან დაკაწრვა.







