ოფისის გადაზიდვა (ofisis gadazidva)

ოფისის გადაზიდვა

ჩვენ გვესმის რომ ბიზნესის გაჩერება ფინანსური ზარალია.

ამიტომ, ოფისის რელოკაცია ისე იგეგმება, რომ ბიზნესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ტექნიკისა და დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაზიდვაზე თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ.

როგორ მუშაობს ჩვენი სერვისი?

ანტიკვარიატის გადაზიდვა — Next Move

#1 შეფასება

ვაფასებთ ინვენტარის მოცულობას და გაწვდით ფიქსირებულ, წერილობით შეთავაზებას

გადაზიდვა ბათუმში — Next Move

#2 შეფუთვა და მარკირება

ტექნიკა იფუთება ინდივიდუალურად. ახალ ოფისში ნივთები ლაგდება სპეციალური მარკირების სისტემით სწრაფი ადაპტაციისთვის.

გადაზიდვა ბათუმში — Next Move

#3 ტრანსპორტირება

ეკიპაჟი მუშაობს საღამოს და შაბათ-კვირას, რათა თქვენი კომპანიის ყოველდღიური რიტმი არ დაირღვეს.

ტექნიკის უსაფრთხოება

მონიტორები, სერვერები და სხვა საოფისე მოწყობილობები იფუთება შესაფუთ მასალებში, სპეციალურ ყუთებსა და დამცავ ფირში. დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

სრულად დაზღვეული პროცესი

ტრანსპორტირების ეტაპები შეფუთვიდან ახალ მისამართზე განთავსებამდე დაზღვეულია. ჩვენ ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას თითოეულ ნივთზე.

ოფისის გადაზიდვა (ofisis gadazidva)
ოფისის გადაზიდვა (ofisis gadazidva)

ავეჯის დემონტაჟი და განთავსება

საოფისე მაგიდების, სკამებისა და ტიხრების დემონტაჟს ჩვენი გუნდი აგვარებს. ახალ ლოკაციაზე განთავსება ხდება წინასწარ დამტკიცებული გეგმარების მიხედვით.

დოკუმენტაციისა და არქივის დალუქვა

მნიშვნელოვანი ფაილების სისტემატიზებული ჩალაგება და მათი დალუქვა. ახალ ოფისში ზუსტად გეცოდინებათ, თუ სად არის განთავსებული თქვენი არქივი.

ხშირად დასმული კითხვები

დროის რა პერიოდით ადრე უნდა დაიგეგმოს რელოკაცია?

პროცესის შეთანხმება მინიმუმ 1 კვირით ადრეა მიზანშეწონილი. ეს გვაძლევს საშუალებას, ზუსტად შევაფასოთ მოცულობა და დავჯავშნოთ შესაბამისი ეკიპაჟი.

ხდება თუ არა მძიმე სეიფების და სერვერების ტრანსპორტირება?

გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და გამოცდილება მძიმე, არასტანდარტული ნივთების უსაფრთხოდ გადასატანად.

როგორია ანგარიშსწორების პირობები კომპანიებისთვის?

ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით, სრული იურიდიული დოკუმენტაციისა და ინვოისის საფუძველზე, კორპორატიული სტანდარტების სრული დაცვით.

შესაძლებელია თუ არა პროცესის შაბათ-კვირას დაგეგმვა?

თქვენი სურვილისამებრ, ეკიპაჟი იმუშავებს შაბათ-კვირას და საღამოს საათებში, რათა ორშაბათ დილით თქვენმა გუნდმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს.

ცვლის თუ არა ფასს შენობაში სატვირთო ლიფტის არარსებობა?

დიახ, გადაზიდვის ფასი დამოკიდებულია ინვენტარის მოცულობასა და სართულების რაოდენობაზე. ლიფტის არარსებობის შემთხვევაში, ღირებულებას ემატება სტანდარტული ტარიფი სართულების მიხედვით. თუმცა, ამას წინასწარ, ჩვენს წერილობით შეთავაზებაშივე გაიგებთ და ადგილზე ფასი აღარ შეიცვლება.

ოფისის გადაზიდვა (ofisis gadazidva)

დაიანგარიშეთ გადაზიდვის ფასი ონლაინ

Get Free Appointment

ან დაგვირეკეთ

(+995) 500 10 46 39